ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძის თქმით, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება ბიძინა ივანიშვილის "წარმოუდგენლად შეშლილი პოლიტიკური დისტოპიის" ახალი ეტაპია, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებაა.
დეკანოიძე ამბობს, რომ "შეშლილმა ადამიანებმა", რომლებიც ქვეყანას მართავენ ანტიდასავლური, ძალადობისა და რეპრესიების მორიგი ეტაპი დაიწყეს, რაც ევროპელი პარტნიორების მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებში გამოიხატება.
"ეს არის მორიგი, ახალი ეტაპი ივანიშვილის წარმოუდგენლად შეშლილი პოლიტიკური დისტოპიის, რომელშიც მას სურს, ყველა გადაგვყაროს რუსულ ჭაობში. მან, პრაქტიკულად, ძალადობისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გააფორმა, ზუსტად იმის გამო, როცა ვიღაც ივანიშვილსა და კობახიძეს ემუქრება[სანქციები]. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანას მართავს რამდენიმე შეშლილი ადამიანი, რომლებიც ძალიან საშიშნი არიან ჩვენი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის. მომავლისთვის. ზოგადად, წარმოუდგენლად მძიმეა, ის განცხადებები, რომლებითაც აბსურდულ ბრალს სდებენ, ახალი ანტიდასავლური ტალღით, ჩვენს პარტნიორებს", - განაცხადა დეკანოიძემ.