ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც იყო ნიკას წინააღმდეგ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ საბოტაჟს უწყობს კანდიდატის სტატუსის მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, თუნდაც პოლიტიკოსების დაკავებით და შემდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღოს. საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე, კრიმინალური სინდიკატის მართვა - ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ.
ამბობს პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე და გუშინ გლდანში ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმასა და მოგვიანებით, ენმ-ის წევრების დაკავებას ეხმაურება.