დეგნანი მშვილდაძის საქმეზე: კოორდინირებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს

დეგნანი მშვილდაძის საქმეზე: კოორდინირებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, საქართველოს მეტ ლიდერს ხმამაღლა ელაპარაკა და დაეგმო ძალადობა.

"კონკრეტულად ამ საქმეზე ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, ზოგადად ფაქტი, რომ ჩვენ ვხედავთ სერიოზულ ძალადობრივ თავდასხმებს მოქალაქეებზე - შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საქართველოს მოსახლეობისთვის, რომლებსაც ეს 90-იან წლებს ახსენებს. ამ პერიოდიდან საქართველო გამოვიდა და წინ წავიდა. როგორც ვიცი, არიან დაკავებულები, მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, როგორც ვიცი, ერთ-ერთი თავდამსხმელი აყვანილია, საქმე წინ მიიწევს.

ვფიქრობ, შემაშფოთებელია, რომ ზოგი Facebook პოსტი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს შეიძლება კოორდინირებული იყოს. თუმცა, მეტი გამოძიებაა საჭირო. როცა ვხედავთ იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც აღიარეს ძალადობა Facebook პოსტებში, ვფიქრობ, ყველა რწმუნდება, რომ ეს ტრენდი უნდა შეჩერდეს. რა თქმა უნდა, აშშ-სთვის ძალადობა მიუღებელია, უფრო კარგი იქნებოდა საქართველოს მეტ ლიდერს ხმამაღლა ელაპარაკა და დაეგმო ეს ძალადობა", - ამბობს დეგნანი.

27 ივნისს, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს მშვილდაძეს თავს ის დაესხა. 30 ივნისს, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.