დაასანქცირეს ძალიან სასაცილო ბრალდებით. საერთოდ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ დონეზე რომ ჩადის და ასე კონკრეტულ ადამიანებს ადებს ხელს, ცოტა უხერხული მგონია. ამხელა იმპერიას, სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიოს დღის წესრიგის განსაზღვრაზე, ცოტათი არასერიოზული მგონია, ასეთ გამოვლინებებს რომ აკეთებს.
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი.
აშშ-მა პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.