დაუშვილი: ოცნებას იმდენად აღარ გააჩნია მხარდაჭერა, რომ ცდილობს ყველას ავტორიტეტი გამოიყენოს

დღეს ოცნებას იმდენად აღარ გააჩნია მხარდაჭერა, ავტორიტეტი, ნდობა, რომ ის ცდილობს ყველა გამოიყენოს, ყველას ავტორიტეტი და რეპუტაცია - ბავშვები, ეკლესია, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა.

დღეს უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოცნება ეცდება ყველანაირი რესურსითა და სხვა ადამიანების ხარჯზე, ჩვენი მოქალაქეებისთვის პატივსაცემი ადამიანების გამოყენებით ვითომ ფონს გავიდნენ. ეს არის ქართული ოცნების დღევანდელი რეალობა. ამიტომაც გეუბნებით, რომ მათ იმდენად დიდი ლეგიტიმაციის კრიზისი აქვთ, რომ ხომ ხედავთ, იძულებულები გახდნენ ბიძინა ივანიშვილი პირველ ნომრად დაესახელებინათ.

პარტია გახარია - საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა ქართული ოცნების საპარლამენტო სიის ოცეულზე ისაუბრა.