დაუმორჩილებლობის აქცია

დაუმორჩილებლობის აქცია

წართმეული ხმების დასაბრუნებლად და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, მოქალაქეები დღესაც გაათენებენ. კარვები გუშინ ოპოზიციის ლიდერებთან ერთად გაიშალა. გადაიკეტა გზა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის კვეთაზე, ჩაიკეტა ვარაზის ხევი. ითქვა, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო და უწყვეტი, ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე. მარტის აქციების მსგავსად, აქაც საზოგადოებამ სოლიდარობის განსაკუთრებული მაგალითები აჩვენა.