დათაშვილი: თუ პროტესტი გაჩერდა, ყველა ან ციხეში, ან ფსიქიატრიულში ვიქნებით

ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ყველას გიყურეთ, ყველანი მიყვარხართ.

ძალიან სწორად აფასებთ, რაც მე სახელმწიფო მანქანამ დამატეხა თავს. ეს ყველას შეეხება, ყველა ან ციხეში ან ფსიქიატრიულში ვიქნებით, თუ პროტესტი გაჩერდა.

მანქანა ვერ გაგვჭყლეტს ვერც ინდივიდებს და ვერც საქართველოს ხალხს. სადაც უნდა ვიყო, ყველგან დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს!

ამჯერად გავიმარჯვებთ სახელოვნად!

წერს უკანონოდ დაკავებული აქტივისტი და მასწავლებელი, ნინო დათაშვილი საპატიმრო დაწესებულებიდან.