![კობახიძე: [ტრამპის ადმინისტრაციაში] წერილზე არ უპასუხიათ, დუმილიც მნიშვნელოვანი პასუხია](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/3cf1df08-c7ba-4245-b063-810c7fb8f8da.png)
სამ დღეში, ორშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლო იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მომხსენებელ მოსამართლე ევა გოცირიძეს, რომელსაც კლანთან დაახლოებულად მიიჩნევენ, დასკვნა უკვე მომზადებული აქვს. დოკუმენტი 50-გვერდიანია.
9-დან რამდენი მოსამართლე დაუჭერს მხარს პრეზიდენტის კონსტიტუციის დამრღვევად გამოცხადებას? ქართულ ოცნებას ექვსი ხმა სჭირდება. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სასამართლო მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანს. ასეთ შემთხვევაში პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.