გილოცავ, საქართველო! ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ეს არის საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ძალზე ინტენსიური მუშაობის აშკარა აღიარება. ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში.
წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.