პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო - როგორც ცნობილია, პოლიციელებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის გაგრძელება პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩაზე გადაწყვიტეს, თუმცა ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით შეაჩერა.
ამ წუთებში, პარლამენტის შენობაში საგაზაფხულო სესია ოცნების პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნა. პარალელურად, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს - ვიზიტორებს, მათ შორის ონლაინმედიების წარმომადგენლებს, შენობაში შესვლა ეკრძალებათ.