დანილოვი: ომი 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს, ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. 21-ე საუკუნეში, ომი ევროპის ცენტრში 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ადამიანები ყოველდღე კვდებიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვათ.

განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.