დანიის ელჩი: ხელისუფლების მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს

დანიამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. დანია, შვედეთი, ნორვეგია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ფინეთი მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მისი ამჟამინდელი კურსი. ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებასა და უფლებებს.

წერს დანიის ელჩი საქართველოში სოციალურ ქსელში.