დანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 2.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს

დანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 2.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს

დანია გეგმავს უკრაინას სამხედრო დახმარება 2.59 მილიარდი დოლარით გაუზარდოს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა გააკეთა.

ფონდი, რომლიდანაც უკრაინის სამხედრო დახმარება ფინანსდება, მარტში შეიქმნა, როცა დანიამ მასში რამდენიმე მილიარდი შეიტანა.

"ახლა ომმა უკრაინაში ძალიან კრიტიკულ მომენტს მიაღწია, საბრძოლო ველზე სიტუაცია ძალიან სერიოზულია, ამიტომ უკრაინას სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა, რომლის მიღებაც შეუძლია. ზუსტად ახლა, უკრაინელებს სჭირდებათ ჩვენი იარაღი და ჩვენი მხარდაჭერა. არ არის არანაირი ნიშნები იმისა, რომ მომავალ წელს მშვიდობა იქნება, ამიტომ ჩვენ გამოვყოფთ ათობით მილიარდს 2024 წლისთვის", - თქვა დანიის პრემიერმა.