რუსეთში, დაღესტანში შეიარაღებულმა პირებმა სინაგოგას, მართლმადიდებლურ ეკლესიასა და პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 პოლიციელია. დაჭრილია 13 ადამიანი.
მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად სინაგოგას ცეცხლი გაუჩნდა.