დაძაბულობა ისრაელში - თელავივმა ღაზასა და ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში მიიტანა

დაძაბულობა ისრაელში - თელავივმა ღაზასა და ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში მიიტანა

ისრაელმა, ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან რაკეტების სროლის პასუხად, ამ ტერიტორიებზე იერიშები მიიტანა.

ღაზასთან მოსაზღვრე ქალაქებსა და დასახლებებში განგაშის სიგნალი ისმოდა. ისრაელის ჰაერსა წინააღმდეგო თავდაცვის სისტემაც ამოქმედდა. სამხედროების ინფორმაციით, ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონების მიმართულებით ლიბანიდან სულ 34 რაკეტა გაუშვეს, აქედან 25 რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.

ბოლო მონაცემებით დაშავებულია ისრაელის 2 მოქალაქე.