დაჭრა დმანისის მუნიციპალიტეტში - ორი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

დაჭრა დმანისის მუნიციპალიტეტში - ორი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰამამლოში ფიზიკური დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებულია ერთი ადამიანი.