დააკავეს მოქალაქე, რომელიც თბილისში ორი ადამიანის მკვლელობისთვის 20 წელი იძებნებოდა

დააკავეს მოქალაქე, რომელიც თბილისში ორი ადამიანის მკვლელობისთვის 20 წელი იძებნებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი, 1983 წელს დაბადებული გ.კ დააკავა.

ბრალდებული 2004 წელს, თბილისში, 2 მოქალაქის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.

"პოლიციამ გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის "დარიალი" ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა", - წერია შსს-ის განცხადებაში.

დაკავებული გ.კ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.