"ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!" - ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა

"ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!" - ზურაბიშვილი ზელენსკის ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ინფორმაციას ზურაბიშვილი X-ზე ავრცელებს.

ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.