ჩხაიძე ამაღლობელზე: მხნედ არის - საგანგაშო მდგომარეობაა, ყოველთვის შეიძლება, გართულება იყოს

ჩხაიძე ამაღლობელზე: მხნედ არის - საგანგაშო მდგომარეობაა, ყოველთვის შეიძლება, გართულება იყოს

ვივამედის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი დღეს და სავარაუდოდ, ხვალაც კლინიკაში დარჩება. როგორც ის აღნიშნავს, ამაღლობელს დასჭირდა დამატებითი კვლევები.

ჩხაიძის თქმით, ჟურნალისტი მხნედაა და იტარებს კვლევებს, თუმცა მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება, ყოველთვის იყოს გართულებები.

"ახლახან ვინახულე. არის მხნედ, უგრძელდება კვლევები, დაგვჭირდა კიდევ დამატებითი კვლევების ჩატარება და ასევე კონსულტირდება ამ კვლევის შედეგად ექიმების მიერ. რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემულ. დანიშნულება მიცემული. ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს.

[კვლევები] ძირითადად უკავშირდება შიმშილის ეფექტს, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და ყოველთვის შეიძლება, გართულება იყოს. დღეს ჩვენთა დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კიდევ გაგრძელდეს კვლევა და იყო კონტროლი ქვეშ. ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე"- განაცადა ჩხაიძემ.

ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს.