ჩინეთმა კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა

ჩინეთმა კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა

ჩინეთმა შაბათს გამოაცხადა ახალი ტარიფები კანადის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტებზე. ეს ნაბიჯი პასუხია ოტავას მიერ ოქტომბერში დაწესებულ საბაჟო გადასახადებზე და ვაჭრობის ომში ახალ ფრონტს ხსნის, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ტარიფები ძალაში 20 მარტიდან შევა. ახალი გადასახადები 100% და 25%-ით შეესაბამება იმ იმპორტის ტარიფებს, რომლებიც კანადამ ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე, ფოლადზე და ალუმინზე დააწესა.

"კანადის მიერ მიღებული ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის კლასიკურ გამოვლინებას და დისკრიმინაციულ ნაბიჯს, რომელიც ჩინეთის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მნიშვნელოვან დაზიანებას იწვევს," – ნათქვამია ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთი კანადურ ზეთზე, ზეთის ნარჩენებსა და ბარდაზე 100%-იან ტარიფს აწესებს, ხოლო 25%-იანს - კანადის წყალმცენარეებსა და ღორის ხორცზე, რომელთა საერთო ღირებულება 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კანადის ელჩი პეკინში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, აგვისტოში განაცხადა, რომ ოტავა ჩინეთის სახელმწიფო-დირექტირებული ჭარბწარმოების პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებს, აშშ-სა და ევროკავშირის ნაბიჯების კვალდაკვალ.

ჩინეთი კანადის მეორე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია აშშ-ის შემდეგ. 2024 წელს კანადის მიერ ჩინეთში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 47 მილიარდ დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, ჩინეთი კანადის მესამე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია ღორის ხორცისთვის.