ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული პალესტინასა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო. მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ხელი შეუწყოს პალესტიანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას და მოძებნოს გზა, გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. ჩინეთი ამ მიზნით საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას გააგრძელებს.