ჩილეში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა

ჩილეში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა

ჩილეში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

ჩილეს პრეზიდენტის, გაბრიელ ბორიჩის თქმით, ქვეყანა ძალიან დიდი მასშტაბის ტრაგედიის წინაშე დგას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

ხანძრის შედეგად 1 000-ზე მეტი სახლია დაზიანებული. ამ დრომდე ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა. შექმნილი ვითარების გამო, ჩილეს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.