ჩიხლაძე: უნდა შევეგუოთ, რომ ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმის წარმომადგენელი საქართველოში

არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ [ქართული ოცნება] არასდროს მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ არც ერთ რეზოლუციას, არც ერთ განცხადებას და არაფერს გააკეთებს რუსეთის საწინააღმდეგოდ. გასაკვირი არ არის. უნდა შევეგუოთ, რომ ეს ხალხი არის რუსული რეჟიმის წარმომადგენელი საქართველოში.

თქვა სტრატეგია აღმაშენებელის წევრმა სერგო ჩიხლაძემ ნაციონალური მოძრაობის მიერ გინტურის მკვლელობაზე მომზადებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელსაც ქართული ოცნება მხარს არ უჭერს.