ჩიხლაძე: სკანდინავიაში დარწმუნებულები არიან, რომ ქართველები 26-ში ხმას დემოკრატიას მისცემენ

ჩვენი მეგობრები დანიიდან, შვედეთიდან და ნორვეგიიდან ერთხმად გვეუბნებიან, რომ ივანიშვილის და მისი პარტიის იზოლაციონისტურმა და ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა, ივანიშვილის მიერ დიქტატურის დაანონსებამ, რუსული კანონის ამოქმედებამ გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ქვეყნის იზოლაციით, კორუფციით, დიქტატურით, რუსული კანონით, დაპატიმრებული პრეზიდენტით, ახალგაზრდების დევნით ჩვენთვის დიდი ხნით დაიხურება ევროკავშირის კარი.

ამავე დროს, საქართველოს მეგობრები სკანდინავიაში დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გააკეთებს ისტორიულ არჩევანს და ხმას მისცემს დემოკრატიას და არა დიქტატურას, მილიარდობით ევროს ინვესტიციის მოზიდვას და არა სიღატაკეს, დაჩქარებული წესით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არა იზოლაციას.

26 ოქტომბერს, ასევე, ველოდებით საკმაოდ ბევრ დამკვირვებელს და მოხალისეს ამ ქვეყნებიდან.

თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, რომელიც, პარტიის ცნობით, დანიური მხარის მიწვევით კოპენჰაგენში, სოციალური-ლიბერალური პარტიის კონგრესზე იმყოფება.