ჩერნიჰივზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

ჩერნიჰივზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

ჩერნიჰივზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"გუშინ მტერმა 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 148 ადამიანმა სამედიცინო დახმარებას მიმართა, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

დილის 6:20 საათის მონაცემებით, ქალაქ ჩერნიჰივის საავამყოფოში 41 ადამიანი რჩება. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ, 15 ადამიანს ოპერაიცა გაუკეთდა", - ამბობს ჩერნიჰივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

გუშინ, რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა ჩერნიჰივის ცენტრი დაბომბეს. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.