ჩერგოლეიშვილი: მნიშვნელოვანია ავხსნათ, რომ მმართველმა რეჟიმა აშშ ჩინეთით ჩაანაცვლა

მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს, ვინც აქ არის შეკრებილი ძალიან კარგად ავუხსნათ რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, ამ შემთხვევაში, არის არა მარტო რუსეთის მოკავშირე, არამედ ირანის მოკავშირე, ჩინეთით ანაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ამ ყველაფერს აქ მოვყვებით ხალხთან, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ოლიგარქი, რომელმაც ამერიკა ჩაანაცვლა ჩინეთით, რომელიც ირანში დადის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად დგას სატირალში, და ამას გარდა, არის რუსეთის მოკავშირე.

განაცხადა ფედერალისტების ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ის ტრამპის წინასაინაუგურაციო წვეულებას ესწრებოდა.