ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა და განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია.
ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე დაწერა.
"შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე სასტიკი თავდასხმის გამო. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ სხვა ახალ დონეს მიაღწია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს საქმე და თავიდან აიცილოს შემდგომი ძალადობა პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ", - წერია ჩეხეთის საგარეოს განცხადებაში.