რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღება უკვე აისახა ქართულ ეკონომიკაზე და განსაკუთრებით სავალუტო ბაზარზე. ბოლო ერთ კვირაში, დრამატულად ეცემა ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე, ქართული ბანკების აქციების ღირებულება, ასევე დრამატულად ეცემა ლარის კურსი. ხელისუფლება ცდილობს, დროებითი ინტერვენციებით, პანიკის თავიდან არიდებას, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ გრძელვადიანი პროგნოზი, ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე პერსპექტივას უქადის.