ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩაქვის გვირაბთან მსუბუქი ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ერთი 17 წლის მოზარდი, 1 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

მომხდარის შესახებ ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას დაზუსტებისთანავე გაგაცნობთ.