ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპული ავტომობილის მძღოლია.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.