ჩაქვის გვირაბში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა - დაშავებულია 4 ადამიანი

ჩაქვის გვირაბში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა - დაშავებულია 4 ადამიანი

ჩაქვის გვირაბში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათგან 3 მოზარდია. ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.

დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.