ჩაკვეტაძე: საოცრად ამაყი ვარ, როდესაც ვხედავ ამდენ ბედნიერ ადამიანს, თქვენ ეს დაიმსახურეთ

ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ამდენ ბედნიერ ადამიანს, თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისტორიის წერას ვაგრძელებთ! ჩვენ აქ ვართ და შევხვდებით მერვედფინალში.

წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე.