ძალიან უცნაური პროცესია და ვერ ვხვდები რა ხდება. ახლა გამახსენდა, იოზეფ კ, არის კაფკას ასეთი პერსონაჟი, რომელსაც სასამართლო პროცესი აქვს და არ იცის რა ხდება მის თავს. ეს რომანი არის გაურკვევლობაზე. თვითონ წიგნი აბსურდია და გაურკვევლობაზეა. სულ ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ეს შეგრძნება პრაქტიკაში გაცოცხლდეს-თქო. რაღაცნაირად მოხერხდა და ძალიან უცნაური არის. უცნაური და ერთი მხრივ საინტერესო. ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს. დიდი მადლობა.
განაცხადა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე.
***
მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება. ისინი ბრალს არ აღიარებენ.