ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

დაკავებული გელა უძილაურია.

15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

სროლის დროს ჯანგველაძის თანმხლები პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ფორმულას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

ფორმულას მიერ მოპოვებული კადრებით ირკვევა, რომ დამნაშავე ჯანგველაძესა და მასთან ერთად მყოფ პირს ჭავჭავაძის გამზირზე ელოდებოდა, შემდეგ აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან, დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა.

ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.