ბჟანია: საქართველოს მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც გვეკუთვნის, არ დავთმობთ

რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ რეგიონში მშვიდობის დამყარებით - ჩვენ არ გვაქვს პრეტენზიები საქართველოს მიმართ, არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ჩვენ რაც გვეკუთვნის, არავისთვის არ დავთმობთ.

[...] მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს, კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ, მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. ეს არ გვაშინებს. ჩვენ გვინდა, ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში - ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ.

განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ. მან ასევე ისაუბრა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე და თქვა, რომ ამ შემთხვევაში საქართველო "ვერცერთ ომს ვერ მოიგებს".