ბურჭულაძე კირბალზე: დაუცველია მოსახლეობა, რომ მოუნდეთ [რუსებს] შემოვლენ

ჩემი შეფასება ისეთია, რომ აქ [საოკუპაციო ხაზთან] ხალხი არის აბსოლუტურად მიტოვებული. [...] დაუცველობის გრძნობა მაქვს მე, ახლაც, აქ როდესაც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები დგანან. აქ უნდა იყოს საგუშაგოები, თუ არ იქნება საგუშაგოები, მაშინ რაღაც უნდა მოხდეს. მე ასეთი აზრის ვარ, რომ ყველას, ვინც აქ სოფელში მაცხოვრებელია, უნდა ნებართვა მიეცეს, რომ ჰქონდეთ ცეცხლსასროლი იარაღი, რომ როგორმე თავი დაიცვან. აბსოლუტურად დაუცველები არიან. ამათ [რუს ოკუპანტებს] რომ მოუნდეთ, შემოვლენ და სულ დაიკავებენ ამ ტერიტორიას, კაცი შვილი არ არის ხმის გამცემი. [...] შაბათს არის პირველ საათზე [თამაზ გინტურის] დაკრძალვა, მოგიწოდებთ ყველას, ჩემო მეგობრებო, რომ ვაგრძნობინოთ ამათ, რომ საქართველო მათთან ერთადაა. ჩამობრძანდით ამ დასაფლავებაზე, შაბათს, 1-ელ საათზე. მე მოგიწოდებთ ყველას, რომ ვაგრძნობინოთ, რომ ესენი მარტონი არ არიან. ეს არის ვაჟკაცი ხალხი.

განაცხადა ფორმულასთან მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ. პაატა ბურჭულაძე სოფელ კირბალში ჩავიდა. მან ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.