
ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაცია უფრო უარესდება და ჩვენი მხრიდან ქმედებების ნაკლებობა სიტუაცის გაუარესებას დამატებით სტიმულს მატებს. ამიტომ, ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებმაც როლი ითამაშეს ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების დაკავებაში. ვხედავთ იმ საქმეებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ აღიძრა და ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენ ამას სანქციებით, რეჟიმზე ზეწოლითა და პოლიტიკური იზოლაციით უნდა ვუპასუხოთ.
საქართველოში არსებულ სიტუაციას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერის გაზრდით უნდა ვუპასუხოთ. ახლაც ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ჩემს ქვეყანაშიც ვხედავ, რომ ლიეტუვის მოსახლეობის 60%-ზე მეტს სურს, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს. ვალდებულებები ორივე მხარისთვის არსებობს - არის ვალდებულებები საქართველოსთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებების სტანდარტები და ასევე არსებობს ვალდებულება ევროპული სახელმწიფოებისთვუს, რომ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი საქართველოს.
განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე.