
უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რომ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა 2025 წლის ბოლომდე მიღწეული იქნება.
"გაინტერესებთ ჩემი წმინდა პირადი აზრი? ასე მგონია. ეს პარადოქსული სიტუაციაა: მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა საწყისი პოზიციები დიამეტრალურად საპირისპიროა (რაც შეიძლება), ამავდროულად ვფიქრობ, რომ წელს მივალთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმამდე", - განაცხადა ბუდანოვმა მედიასთან.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას არ შეწყვეტს.
"ვერც რუსები და ვერც ჩვენ მოვიფიქრებთ რადიკალურად ახალსა და ფართომასშტაბურს. ყველაფერი უკვე დამუშავებულია. დიახ, იქნება მცდელობები (უკრაინის დესტაბილიზაცია), მაგრამ არა უშავს - ყველა ქმედებას აქვს კონტრეფექტი", - თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველოს უფროსმა.