უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთი ვერასდროს შეძლებს უკრაინის განადგურებას. ამის შესახებ მან საშობაო მიმართვისას განაცხადა.
"კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს თავის მზაკვრულ გეგმებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მიზნით.
უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელთაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველაფრის გადალახვა შეუძლიათ", - ამბობს ბუდანოვი.
ამასთან, ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი უკრაინელი დამცველების უწყვეტი ბრძოლის, გმირობისა და გამბედაობის წელი იქნება, რომელიც უკრაინას ნანატრ გამარჯვებას მოუტანს.