ბუჩუკური: ველოდები, კობახიძე და მისთანანი ჩვენს პარტნიორებს როდის უწოდებენ კოკაინშიკს

პარადოქსია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძემ უკვე მეორე ხელისუფლებას მართლაც რომ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. ულტიმატუმებით საუბარს, ირაკლი კობახიძეს ურჩევნია დაფიქრდეს იმაზე, საკუთარი შვილების მომავალს რას უკეთებს. სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ - ახლა ველოდები, კობახიძე და მისთანანი ჩვენს პარტნიორებს როდის უწოდებენ კოკაინშიკს მაგალითად.

ამბობს პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური. 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.