მინდა, დავასახელო გვარები. არსებობს ასეთი ადამიანი - ივანიშვილი, რომელიც ეროვნებით ქართველია და არის მილიარდერი. სად იშოვა ფული? რუსეთში. როგორ იშოვა. როგორ იშოვა რუსეთში? გაზპრომისა და სხვა სახელმწიფო კომპანიების გზით.
ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ეს კომპანიები კორუმპირებულია. მან იშოვა რამდენიმე მილიარდი და დაბრუნდან საქართველოში. როგორ აკონტროლებენ მას რუსები? ეუბნებიან, შენ ფული გააკეთე საეჭვო გზებით. მას ეუბნებიან, შეგვიძლია ყველაფერი წაგართვათ, საქმეები აღვძრათ, მაგრამ არც ერთს გავაკეთებთ თუ დაგვეხმარები. სწორედ ამას აკეთებს, ის დაეხმარა და აქტიურად ეხმარება დიდი ხანია [რუსეთს].
სამართლიანი იქნებოდა ითქვას, რომ საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არის რუსეთის მარიონეტი და ივანიშვილი აქტიურ როლს ასრულებს ამ სიტუაციაში. ეს ერთი მაგალითია, როგორ მუშაობს კორუფცია. ხალხი, რომელიც კორუმპირებულია და არანაირად სურს, რომ მომავალმა მთავრობას გამოიძიოს ისინი. ამიტომ არ ფლობენ ძალაუფლებას, ამას აკეთებენ ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, არჩევნების გაყალბებით, ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ამიტომაა კორუფციის საკითხი მნიშვნელოვანი. [სინქრონული თარგმანი]
განაცხადა მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბროუდერმა აშშ-ს სენატორებთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც სენატორები ქართული ოცნებისთვის მაგნიტსკის სანქციების დაწესების ინიციატივას განიხილავენ.