ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაფსი აცხადებს, რომ დასავლეთმა უკრაინის წაგება არ უნდა დაუშვას.
"დასავლეთმა უკრაინის წაგება არ უნდა დაუშვას, მას ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც სჭირდება.
მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია დარჩეს ცივი ომის შემდგომ ეპოქაში. [ომის] შედეგები საშინელი იქნება ევროპისთვის, ბრიტანეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს უფლება, რომ ეს ომი წავაგოთ", - აღნიშნა მან.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.