
დიდი ბრიტანეთი დროებით განთავისუფლდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებიდან, რომლის მიხედვითაც ფოლადისა და ალუმინის საბაჟო გადასახადები 25%-დან 50%-მდე უნდა გაიზარდოს.
ბრიტანულ ფოლადზე და ალუმინზე გადასახადი ამ ეტაპზე 25%-ზე რჩება, თუმცა არსებობს რისკი, რომ ეს მაჩვენებელი 9 ივლისიდან გაიზარდება, თუ დიდი ბრიტანეთი ვერ შეასრულებს 8 მაისს ხელმოწერილი აშშ-ბრიტანეთის ეკონომიკური კეთილდღეობის შეთანხმების პირობებს.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზადაა, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს შეთანხმება, რომელიც გადახდის ვალდებულებებს გააუქმებს. თუმცა, ოპოზიციამ ამ ნაბიჯს “ახალი საბაჟო დარტყმა” უწოდა და მთავრობა ბიზნესის “უპასუხისმგებლოდ მიტოვებაში” დაადანაშაულა.