
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კეირ სტარმერმა, G7-ის სამიტზე კანადაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები წარადგინა. ახალი 30 სანქცია რუსულ ფინანსურ, სამხედრო და ენერგეტიკულ სექტორებს მოიცავს და მიზნად ისახავს პუტინის აგრესიის შეჩერებას.
მთავარი ზომები:
„ეს სანქციები პუტინის ომის მანქანას უშუალოდ ურტყამს, რაც მას უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომის გაგრძელებას ურთულებს. ჩვენ არ შევაჩერებთ ამ ზეწოლას, სანამ რუსეთი მშვიდობაზე უარს იტყვის", - განაცხადა პრემიერ მინსიტრმა.
დიდი ბრიტანეთი ასევე გეგმავს პარტნიორებთან ერთად ნავთობის ფასის შეზღუდვის მექანიზმის გამკაცრებას, რაც რუსეთის ბიუჯეტს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს და ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობას შეუნარჩუნებს.
"დღევანდელი სანქციები აჩვენებს, რომ ჩვენ მიზანმიმართულად ვაფერხებთ პუტინის ჩრდილოვანი ქსელის მუშაობას, ვუჭერთ მხარს უკრაინას და არ ვაპატიებთ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაკარგვას", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.