ბრიტანეთი G7-ის სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

ბრიტანეთი G7-ის სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 309 მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამის განცხადებას ქვეყნის პრემიერმინისტრი რიში სუნაკმა იტალიაში, დიდი შვიდეულის (G7-ის) სამიტზე გააკეთებს.

დახმარების ახალი პაკეტით ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სტაბილიზაციის საჭიროებებს, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსება აჩვენებს ოფიციალური ლონდონის "უცვლელ საერთაშორისო სოლიდარობას უკრაინისადმი". აგრეთვე, განცხადების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ "რუსული სარაკეტო თავდასხმების დროს დაზიანდა მნიშვნელოვანი, კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა".

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი დიდი შვიდეულის სამიტზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებს პარტნიორებთან მუშაობას - კერძოდ კი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხს.