რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსული ვერტმფრენი Mi-8 და სამხედრო თვითმფრინავი Су-34 ჩამოვარდა.
წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენის ბორდზე ორი პილოტი იმყოფებოდა და ორივე მათგანი დაიღუპა. დაშავდა 1 მოქალაქე. დაიღუპა ბომბდამშენის ეკიპაჟის ორივე წევრიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით მხოლოდ დაუზუსტებელი ცნობები ვრცელდება. საინფორმაციო სააგენტოები დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შესახებაც წერენ.
რუსული Telegram არხები იუწყებიან, რომ რეგიონში ოპერაცია შესაძლო დივერსიული ჯგუფის პოვნის მიზნით დაიწყო.