მაგნიტსკის აქტის ავტორი ბილ ბრაუდერი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემზარავი სურათები დღეს სასამართლო სხდომიდან გავრცელდა. ვინც ამბობს, რომ მას ცუდად არ ეპყრობიან, უნდა ნახოს ეს სურათები. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული წამება. ეს კაცი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს"- წერს ბრაუდერი.
Horrifying images of former Georgian president Mikheil Saakashvili emerging from a court hearing in Georgia today. Anyone who says he’s not being mistreated needs to look at these pictures. This is politically motivated torture. This man needs to be released immediately pic.twitter.com/AYtc8l87Df
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.
გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.
სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა - ფოტოები სასამართლო ჩართვიდან