ფორმულამ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა.
გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ბრალდებული ბ.ჯ. მოდელის საცხოვრებელ სახლთან 18:53 საათზე მივიდა და ადგილზე არსებულ მაღაზიაში შევიდა. მეორე კადრში ჩანს, როგორ ტოვებს ის მაღაზიას.
კიდევ ერთი სათვალთვალო კამერის ჩანაწერით, რომელიც სადარბაზოშია დამონტაჟებული, ბ.ჯ. კესარიას ბინაში 18:55 საათზე ადის, ხოლო 19:09 საათზე ტოვებს - ის ბინაში მისვლიდან 14 წუთში გაიქცა.
***
ბრალდებული პოლიციამ დღეს დააკავა. შსს-ს ცნობით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
კესარია აბრამიძე გუშინ, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.