გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი ბორის ჩელე ყურუა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. მას აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.
"24 აპრილის საქმეზე,როცა მედავებიან ქუჩაზე გადასვლას, იქ დგომას და ქუჩის გადაკეტვას არის ტყუილი, არ აქვთ არანაირი მტკიცებულება. მოსამართლემ ისევ გამოიყენა სასამართლო რეპრესიულ ინსტრუმენტად და ცდილობს, როგორც პოლიტიკოსები, ისე აქტივისტები, დააშინოს, თუმცა არ გვეშინია"- თქვა ყურუამ.
ბორის ჩელე ყურუა ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებისა და აქტივისტებისგან, რომელსაც თავს დაესხნენ. მისი საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.