ბორელი: ზელენსკი წინააღმდეგობის ლიდერია, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა

"უსინდისობის მწვერვალია - ზელენსკის დააბრალო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, რომ ის დიქტატორია, რომ 4% უჭერს მხარს და გინდოდეს მიიტაცო უკრაინის მინერალური რესურსები დახმარების სანაცვლოდ.

ზელენსკი თავისი ქვეყნის წინააღმდეგობის ლიდერია, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა და ის იმსახურებს პატივისცემას, რომ ცილი არ დასწამოს იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მისი მთავარი მხარდამჭერი იყო.

წერს ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი ევროკომისიის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი.